ლიეტუვის სეიმის წევრი ჟიგიმანტას პავილიონისი ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში აცხადებს, რომ მოლდოვა და უკრაინა იმსახურებენ ევროკავშირში თავიანთ ადგილს, საქართველოს კი ამჟამად ფსკერზეა.
"შეხედეთ მოლდოვას, მოლდოვა ისევ გაბრწყინდა, სანდუს მთავრობა კარგად მუშაობს. ისინი ეხმარებიან უკრაინელებს და ისინი იმსახურებენ საკუთარ ადგილს [ევროკავშირში], ისევე როგორც უკრაინელები. საქართველო კი ამჟამად ფსკერზეა და ამ ადგილს საქართველოს ამჟამინდელმა მთავრობამ მიაღწია, რომელიც რუსეთს დასაწყისიდანვე ეფლირტავება, ვიტყოდი დასასრულამდე. იქნება პუტინის დასასრული და პუტინის დასასრული ნიშნავს ბიძინას დასასრულს და ყველა მისი მარიონეტის დასასრულს მეზობელ ქვეყნებში, ლუკაშენკოების, ბიძინების და მსგავსების", - თქვა პავილიონისმა.
ამავდროულად, პავილიონისი აღნიშნავს, რომ ის ერთ-ერთი ლიეტუველია, ვისაც ძალიან უყვარს საქართველო და საქართველოს შანსებისთვის უკვე ათწლეულებია ვიბრძვი.
"ამ მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო ევროკავშირთან და ნატოსგან დისტანცირებისთვის და მე ძალიან მწყდება გული. მე ვარ ერთ-ერთი ის ლიეტუველი, ვისაც ძალიან უყვარს საქართველო და თქვენი შანსებისთვის უკვე ათწლეულებია ვიბრძვი", - თქვა მან.
თარგმანი: ტელეკომპანია "ფორმულა"