საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გამოცემა Foreign Policy-სთან ინტერვიუში, კიდევ ერთხელ ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, კვლავ ფიქრობს, რომ სააკაშვილის შეწყალება პოლარიზაციის გაღრმავებას გამოიწვევს. თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ სერიოზული დაავადების შემთხვევაში, ყველა ზომა უნდა იქნეს მიღებული სააკაშვილის ჯანმრთელობის დასაცავად.
"მე შევიწყალე სააკაშვილის პარტიის რამდენიმე ლიდერი, მას შემდეგ, რაც მათ განაჩენი გამოუტანეს. მაშინ ვფიქრობდი, რომ ეს შიდა გაერთიანების პროცესს და დეპოლარიზაციას ხელს შეუწყობდა. ახლა ვართ სრულიად განსხვავებულ პოზიციაში. სააკაშვილის შეწყალება გამოიწვევს მძლავრ პოლარიზაციას საქართველოში, რადგან ნახევარი ქვეყანა ისევ ურყევია ერთი მხრივ და ალბათ, დიდი ნაწილი, უმრავლესობა შეწყალების ფორმის წინააღმდეგია.
ასევე, მე ვთქვი, რომ სხვა საკითხია, თუ მას რეალურად დაუდგინდება რაიმე სერიოზული დაავადება; მაშინ, ვფიქრობ, ყველა ზომა უნდა იყოს მიღებული მისი ჯანმრთელობის დასაცავად. უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, მთავრია ერთიანობის შენარჩუნება", - აცხადებს ზურაბიშვილი.