„სააკაშვილი ჩამოვიდა პირველ რიგში იმისათვის, რომ საქართველოში საარჩევნოდ აეჭრა სიტუაცია და ამ სიტუაციის აჭრის მთავარი მიზანი იყო ხელისუფლების გადატრიალება და ამ ხელისუფლების გადატრიალების შემდეგ, სააკაშვილი მოდიოდა ხელისუფლებაში თავის პარტნიორებთან - გახარიასა და „ლელოსთან“ ერთად. ის უკვე ერთვებოდა ომში საქართველოს სახელით.
ირაკლი კობახიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის მიზანი ქვეყანაში სიტუაცია აეჭრა, შემდეგ გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძესთან ერთად ხელისუფლებაში მოსვლა და ომში ჩართვა იყო. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„სააკაშვილი ჩამოვიდა პირველ რიგში იმისათვის, რომ საქართველოში საარჩევნოდ აეჭრა სიტუაცია და ამ სიტუაციის აჭრის მთავარი მიზანი იყო ხელისუფლების გადატრიალება და ამ ხელისუფლების გადატრიალების შემდეგ, სააკაშვილი მოდიოდა ხელისუფლებაში თავის პარტნიორებთან - გახარიასა და „ლელოსთან“ ერთად. ის უკვე ერთვებოდა ომში საქართველოს სახელით. ეს იყო ჩვენი ლოგიკური დასკვნები, ინფორმაციაზე დაყრდნობით ვამბობთ ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა, ეს იყო დაგეგმილი სცენარი, რაც „ომის პარტიას“ ჩაეშალა. ამ მიზნით შემოვიდა სააკაშვილი საქართველოში, რომ ჯერ აქ აეჭრა სიტუაცია, მოსულიყო გახარიასთან და ხაზარაძესთან ერთად ხელისუფლებაში და ჩართულიყო ომში. 2008 წელს მან თავის მიზნებს ბოლომდე ვერ მიაღწია, მხოლოდ გორში და სენაკში შემოიყვანა რუსული ტანკები და ახლა ეცდებოდა თბილისშიც გვენახა რუსული ტანკები. ეს გეგმა ჩვენ ჩავუშალეთ მას, სახელმწიფო დადგა მოწოდების სიმაღლეზე და სააკაშვილი ჩაჯდა იქ, სადაც იყო მისი ადგილი. „ომის პარტიას“ გეგმა ჩაეშალა“, - განაცხადა კობახიძემ.