არესტოვიჩმა ყველაზე უფრო დაწვრილებით თქვა, რომ საქართველოს მთავრობა არაა ომის მთავრობა და სააკაშვილი იქნებოდა ომის პრეზიდენტი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
„მათი მთავარი მიზანია, რამენაირად დაიხსნან მიხეილ სააკაშვილი. როგორც ვხედავთ, ამ მთავარ მიზანს არა მხოლოდ „ნაცმოძრაობაში“, არამედ ქვეყნის გარეთაც ჰყოლია კონკრეტული მომხმარებლები და შემკვეთები. არესტოვიჩმა ყველაზე უფრო დაწვრილებით თქვა, რომ საქართველოს მთავრობა არაა ომის მთავრობა და სააკაშვილი იქნებოდა ომის პრეზიდენტი. მათი სურვილია, რომ მეორე ფრონტი გაიხსნას მოლდოვაში ან საქართველოში. ეს რადიკალურად და კარდინალურად არ შედის საქართველოს ინტერესებში“, - აცხადებს ქადაგიშვილი.
„ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გამგზავრებას ითხოვს. პარტიის წევრები ირწმუნებიან, რომ ეს მისი სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთი გზაა.