"ჩვენ გვქონდა ინფორმაცია და ეს ინფორმაცია გასაჯაროვდა კიდეც იმასთან დაკავშირებით, რომ მარგველაშვილი იქ არის გაგზავნილი სააკაშვილის დავალებით. მათ ჰქონდათ შეხვედრა და ამაზე მერე ირიბად მანაც ისაუბრა", - ამის შესახებ განაცხადა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გადაცემაში “360 გრადუსი”.
მისი თქმით, სააკაშვილმა კობა ნაყოფიას დაავალა მარგველაშვილის დაფინანსება და უკრაინაში სწორედ სააკაშვილის მიერ არის გაგზავნილი.
"მარგველაშვილი პირდაპირ არის ნაცმოძრაობის დელეგაციის ერთ-ერთი წევრი. ხელმძღვანელიც კი არ არის სამწუხაროდ. როგორი მძიმე მოცემულობაა, რომ პარტიის თავმჯდომარე არის მელია, რომელიც ბუნებრივად არის ლიდერი ამ დელეგაციის და მარგველაშვილი არის ნაცმოძრაობის დელეგაციის ერთ-ერთი წევრი. კატასტროფაა ამ ქვეყნისთვის, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი ასე დაიკნინებს თავს, მაგრამ დიდი ხანია მიჩვეული ვართ ამ ყველაფერს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.