საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილი კიდევ ერთხელ ეხმიანება უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომს.
პრეზიდენტის თქმით, ეს უაზრო ომი უნდა დასრულდეს.
"გუშინ უკრაინაში ამერიკელი ჟურნალისტი ძალადობრივად მოკლეს. მსოფლიო შეესწრო უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებას, მერების გატაცებას, ჟურნალისტებზე ძალადობრივ თავდასხმებს. ეს უაზრო ომი უნდა დასრულდეს", - წერს ზურაბიშვილი ტვიტერზე.