საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პარლამენტის წინ უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა.
"მე ვდგავარ დღეს, იქ, სადაც საქართველო უნდა იდგეს, პრეზიდენტ ზელენსკის გვერდში, უკრაინის გვერდში. ეს არის ჩვენი კულტურის, ტრადიციის ღირსება და ჩვენი ერის ღირსება, რომ ჩვენ ვიდგეთ იქ, სადაც იბრძვის ჩვენი მეგობარი ქვეყანა თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, ევროპული მომავლისთვის. ჩვენც იქ ვართ, იქ ვიქნებით და მინდა, აქედან გადავცე პრეზიდენტ ზელენსკის ჩემი და თქვენი თანადგომა. თქვენ ხართ ის ხალხი, რომელიც დღეს წარმოადგენთ საქართველოს ღირსებას. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.