საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს „ტვიტერზე“ ეხმიანება.
„კიდევ ერთი მძიმე დღე. უკრაინა საკუთარი უშიშარი თავდაცვით იბრძვის დამპყრობლების წინააღმდეგ ღირსების, თავისუფლებისა და მსოფლიოს უკეთესი მომავლისთვის. უკრაინამ წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს ბოროტებას. საერთაშორისო პარტნიორებმა უნდა გააგრძელონ ურყევი მხარდაჭერა. უკრაინა იყავი ძლიერი, გულით და გონებით თქვენთან ვართ“, – წერს თალაკვაძე „ტვიტერზე“.