ამომრჩეველს ის აბნევს, როცა პარტიამ არ იცის, რა უნდა, - მიიჩნევს გირჩის ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია. მისი განმარტებით, როცა პარტიამ იცის, რომ მას სხვა პარტიების მხარდაჭერა სჭირდება და მათ ლიდერებს ხვდება, ამაში განსაკუთრებული არაფერია.
იაგო ხვიჩია ირმა ინაშვილისა და ბადრი ჯაფარიძის შეხვედრას გამოეხმაურა.
"კარგია, თუ „ლელო“ მიხვდა და პარტიებთან საუბარი დაიწყო. შედეგს მომავალი გვაჩვენებს, ეს ამბავი როგორ გამოუვათ. მგონი, საქართველოში არც პროდასავლელის მნიშვნელობა გვესმის და არც პრორუსულის ისე, როგორც უნდა გვესმოდეს. პარტიებს შორის ლაპარაკში პრობლემას ვერ ვხედავ. რა შედეგს მიაღწიეს, ვნახავთ. „ლელო“ ჩვენ რატომ არ შეგვხვდა, ეს მათ უნდა გკითხოთ. როგორც ჩანს, გემრიელ ლუკმას ბოლოსკენ იტოვებენ“, – დასძინა ხვიჩიამ.
"ლელოს" ლიდერ ბადრი ჯაფარიძესა და „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერ ირმა ინაშვილს შორის შეხვედრა გუშინ გაიმართა.