აღფრთოვანებული ვარ ქართველების ეროვნული სიამაყით - ამბობს "რადიო თავისუფლებასთან" ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა, რომელის ინიციატივით, ევროპის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის (CFSP) ყოველწლიურ ანგარიშში შევიდა კომპონენტი, რომ ევროკავშირმა და მისმა წევრმა ქვეყნებმა, აღიარონ საქართველოსა და უკრაინის ევროპული პერსპექტივა,
მისი თქმით, ევროპარლამენტის ანგარიშში ეს ცვლილება, საქართველოში გაუხარდათ.
"მთავარია, მე ვიცი ქართველი საზოგადოების, ქართველი ხალხის რეაქციის შესახებ. მე ვიცი, რომ საქართველოში ეს გაუხარდათ. ვფიქრობ, ქართველ ხალხს გამხნევება სჭირდება, კარგად მესმის მათი, ძნელია მუდმივ გაურკვევლობაში ცხოვრება. იმედი მაქვს, რომ ეს მოწოდება ევროპული პერსპექტივის შესახებ მათ მხნეობას შემატებს - ხალხს სჭირდება იგრძნოს, რომ რაღაც გაკეთდა, რომ რაღაცას მივაღწიეთ, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ", - ამბობს ფოტიგა და აღნიშნავს, რომ საქართველოს ყოველთვის მხარს დაუჭერს.
"აღფრთოვანებული ვარ ქართველების ეროვნული სიამაყით, მიმაჩნია, რომ საქართველო დასავლური ცივილიზაციის მნიშვნელოვანი ნაწილია. ვფიქრობ, მე საქართველოს ნამდვილი მეგობარი ვარ და არა მტერი", - ამბობს "რადიო თავისუფლებასთან" ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა.