"დრო არ უნდა დახარჯოს „მარშალის გეგმაზე“ და სხვა უცნაურ რაღაცებზე, ან „ნაციონალურ მოძრაობაზე“ აყოლაზე. ხალხის დაინტერესება რითაც შეიძლება, ეს არის უსამართლობის ჩვენება", აცხადებს "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია "ლელოს" ლიდერის ბადრი ჯაფარიძის მისამართით.
ხვიჩიას განმარტებით, ბადრი ჯაფარიძეს რუსთავში შანსები ექნება, თუ ადამიანებისთვის იმის გაგებას მოახერხებს, პარლამენტში რამდენად უსამართლოდ მოექცნენ და პარლამენტში მისი დაბრუნება რატომ არის სამართლიანი.
"თუ ეს გამოუვა, მგონი, დეპუტატობის შანსი აქვს. „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერების გარეშე შუალედური არჩევნების მოგება გაუჭირდება, მაგრამ იმისთვის, რომ სხვა მხარდამჭერებიც მოიპოვოს, ხაზი მის ერთობას კი არ უნდა გაუსვას, არამედ იმ უსამართლობას, რაც პარლამენტიდან მის გაშვებას უკავშირდება“, – განაცხადა ხვიჩიამ.
ბადრი ჯაფარიძე რუსთავის შუალედურ არჩევნებში იყრის კენჭს.