საქართველო არის უკრაინის გვერდით, მხარს ვუჭერთ ვითარების დეესკალაციას და უკრაინის უფლებას, მშვიდობიანად განაგრძოს საკუთარი მომავლის შენება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ უკრაინის ერთობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო სოლიდარობას და სრულ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.
„საქართველო არის უკრაინის გვერდით. ჩვენ ვუცხადებთ სოლიდარობას და სრულ მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ ვითარების დეესკალაციას და უკრაინის უფლებას, მშვიდობიანად განაგრძოს საკუთარი მომავლის შენება. საქართველო და უკრაინა სტრატეგიული პარტნიორები არიან. იმედი მაქვს, რომ ჩვენი საერთაშორისო საზოგადოების სურვილი და ძალისხმევა შედეგს გამოიღებს და მშვიდობა იქნება გარანტირებული“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
თბილისში, უკრაინის საელჩოში დღეს უკრაინის ერთობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.