ბუსტერ დოზა, 70%-მდე ეფექტურობას ავლენს, მაშინ, როდესაც 2 დოზით ვაქცინირებულებში ძალიან დავარდა ეფექტურობა - დაახლოებით 20%-მდე, - აცხადებს ინფექციონისტი, კლინიკა "ნეოლაბის” კლინიკური განყოფილების გამგე მაია ბუწაშვილი.
"ბუსტერ დოზა, 70%-მდე ეფექტურობას ავლენს, მაშინ, როდესაც 2 დოზით ვაქცინირებულებში ძალიან დავარდა ეფექტურობა - დაახლოებით 20%-მდე. მაღალი აქვთ ხელახლა ინფიცირების რისკი მათ, ვისაც გადატანილი აქვთ ვირუსი. ყველაზე კარგად დაცულებად დღეისათვის ითვლებიან ის ადამიანები, რომლებსაც გადატანილი აქვთ კორონავირუსი და თან ვაქცინირებულები არიან და ისინი, ვისაც ორჯერადი ვაქცინაცია და ბუსტერ დოზა აქვთ გაკეთებული“, - აცხადებს ინფექციონისტი, კლინიკა "ნეოლაბის” კლინიკური განყოფილების გამგე მაია ბუწაშვილი.