"არასწორ გზაზე ვდგავართ", - "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია აშშ-ის საელჩოს განცხადებას ეხმიანება, სადაც გაკრიტიკებულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესული ცვლილებები.
მისი განმარტებით, აშშ ამ სამყაროში ჩვენი ყველაზე დიდი მეგობარი და მოკავშირეა.
"როცა ეს სახელმწიფო ასე გველაპარაკება, ეს ძალიან ცუდ რამეს ნიშნავს, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება სჩადის. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და მეგობრებს ვუთხრათ, რომ ჩვენ ქართველი ხალხი არ ვართ ისეთი, როგორიცაა საქართველოს მთავრობა. არ გვაქვს არანაირი ინტერესი იმისა, რომ საუკეთესო მეგობართან და პარტნიორთან ურთიერთობა გავიფუჭოთ", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.