მსჯავრდებული მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ეკა ხერხეულიძემ მოინახულა. როგორც ხერხეულიძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, ექსპრეზიდენტი თავს კვლავ სუსტად გრძნობს და ელოდებიან უცხოელ ექიმს, რომელიც მისი მკურნალობის პროცესში ჩაერთვება.
"მდგომარეობა უცვლელია. თავს სუსტად გრძნობს. ასეთ ხანმოკლე პერიოდში მდგომარეობა ვერ გაუმჯობესდებოდა, იმის გათვალისწინებითაც, რომ მისი მკურნალობის პერიოდში განსაკუთრებული ჩარევა არ მომხდარა. უმოკლეს პერიოდში ელოდებიან უცხოელ ექიმს, რომელიც გარკვეულწილად დაეხმარება ამ პროცესის დარეგულირებაში“, - აღნიშნა ხერხეულიძემ.