"ჩვენ შევეცდებით ჩვენს არგუმენტებში დავარწმუნოთ სხვა ოპოზიციური პარტიები და თუ რამდენად ახლოსაა ჩვენი პოზიციები ერთმანეთთან", - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა, ლაშა დამენიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, "ევროპული საქართველო" აუცილებლად იქნება ამ ოპოზიციურ შეხვედრაზე.
"ჩვენი მოსაზრებები გავრცელებულია საჯაროდ და ცნობილია მოსახლეობისთვის. ჩვენ შევეცდებით ჩვენს არგუმენტებში დავარწმუნოთ სხვა ოპოზიციური პარტიები და თუ რამდენად ახლოსაა ჩვენი პოზიციები ერთმანეთთან, რათა შევჯერდეთ მომავალ საპარლამენტო, ვადამდელი არჩევნების მოსაპოვებლად ბრძოლა როგორ უნდა გაგრძელდეს", - განაცხადა დამენიამ