მიხეილ სააკაშვილის ადგილი საკანში უბრალოდ არ არის, იმიტომ რომ ეს არის ძალიან დიდი შესაძლებლობების ადამიანი, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ეკა ხერხეულიძე ტელეკომპანია "პირველის" ეთერში.
მისი თქმით, ასეთი შესაძლებლობების ადამიანს ასპარეზი სჭირდება, რომ რეალიზდეს.
"მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი გზავნილები ჩემთვის ახალი ნამდვილად არ ყოფილა, რადგან როდესაც ადამიანი ძალიან კრიტიკულ მდგომარეობაში, თავის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მე ბევრჯერ ვნახე საპატიმროში, მისი ფიქრი, მისი საზრუნავი, მისი დარდი, ნებისმიერი მომავალთან დაკავშირებული ფიქრი არის დაკავშირებული საქართველოსთან. მაგრამ, აი, რა ვნახე დღეს განსხვავებული, მე მიხეილ სააკაშვილი მინახავს რუსთავშიც, გლდანშიც, გორშიც და ეს არის ძალიან თვალშისაცემი, მიხეილ სააკაშვილის ადგილი საკანში უბრალოდ არ არის, იმიტომ რომ ეს არის ძალიან დიდი შესაძლებლობების ადამიანი, რომელსაც ასპარეზი ნამდვილად სჭირდება იმისთვის, რომ რეალიზდეს. გარდა იმისა, რომ ნებისმიერი ადამიანი ცოდოა პატიმრობაში და მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი არ არის გამონაკლისი, ეს არის კიდევ უფრო დიდი საშინელება მიხეილ სააკაშვილის ტიპის ადამიანისთვის, ამხელა ენერგიის ჩაკეტვა პატარა ოთახში და არრეალიზება, ვერ რეალიზდა ადამიანი მთელი ამ ხნის განმავლობაში და იყო მოცული მხოლოდ რჩევები დარიგებებით. ნუ დღეს იყო მიშა. გაოგნებული ვუყურებდი", - განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.