"სააკაშვილს აქვს მკაფიო პოზიცია, რომ 29 რიცხვის პროცესზე მას უნდა მონაწილეობის მიღება",- განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.
ადვოკატის თქმით, სააკაშვილი ითხოვს პროცესზე დასწრების უფლების რეალიზაციას.
"შესაბამისად მის ავადმყოფობაზე მითითება, ეს არ იქნება სამართლებრივად საკმარისი საფუძველი. ასევე ხელისუფლებამ შეიძლება თქვას, რომ იცით რა, აქცია არის დაანონსებული და მაგიტომ არ გადაგვყავსო. ეს შეკრება არის უაღრესად მშვიდობიანი. მსგავსი შეკრებები იმართება სხვადასხვა ქვეყანაში, მაგრამ პროცესები მიმდინარეობს და ბრალდებული პირები ჩვეულებრივად ესწრებიან პროცესს.
ამიტომ, ეს მიზეზი არ შეიძლება იქნეს ყურით მოთრეული და იქნება შიშის დემონსტრაცია ხელისუფლების მხრიდან. დღის ბოლომდე გვაქვს იმედი, რომ ხელისუფლება მოეგება გონს და დეპუტატებს მიეცემათ სააკაშვილთან შეხვედრის შესაძლებლობა. პოსტტრავმული სინდრომი სახეზეა და დღეს ის სუსტად გამოიყურებოდა, თუმცა ეს არ შეიძლება იყოს მისი სასამართლოში გადაყვანის დაბრკოლება", - განაცხადა ბასილაიამ.