ახლა დგება მთავარი საკითხი, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი - ამის შესახებ ეკა ხერხეულიძემ, გორის სამხედრო ჰოსპიტალის დატოვების შემდეგ, განაცხადა.
ხერხეულიძის განცხადებით, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილი საჭიროებს კვალიფიციურ, ფუნდამენტურ კვლევას, რისი შესაძლებლობა არც გორის ჰოსპიტალშია.
"მიხეილ სააკაშვილი გადის მკურნალობას, კვლევებს. ის სერვისი რაც აქ არსებობს იმის ხარჯზე. ეს არ არის სრულყოფილი სერვისი. მისი მდგომარეობიდან გამომდინარე საჭიროებს კვალიფიციურ, ფუნდამენტურ კვლევას, ამის შესაძლებლობა აქაც არ არის მაგრამ თავისთავად ის, რომ დღეს ვიღაც დაინტერესებულია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით, წინ გადადგმული ნაბიჯია. მაგრამ მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში გადმოყვანა ეს არ არის ის გზა, რისთვისაც მისი მცდელობა ქვეყანაში შემოსვლისას იყო გაცხადებული. მოგეხსენებათ, მისი სურვილია პოლიტიკურ საქმიანობაში სრულფასოვანი ჩართვა. მას არ აქვს არანაირი შესაძლებლობა სასამართლოებზე მიმართოს ხალხს. არ აქვს შესაძლებლობა პირდაპირი ურთიერთობა ჰქონდეს საკუთარ ხალხთან და აქედან გამომდინარე, მის მიმართ ნებისმიერი ადამიანის თანაგრძნობა როდესაც ის კრიტიკულ ვითარებაში იყო, მე მესმის კარგად, რომ ეს იყო ჯანმრთელობის მდგომარეობა, მაგრამ ეხლა დგება მთავარი საკითხი, მისი გათავისუფლების საკითხი. პოლიტიკურ დღის წესრიგში დგას ეს საკითხი. ამ საკითხებთან დაკავშირებით ვისაუბრეთ და რა თქმა უნდა იმ გეგმებთან, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ეხება", - ამბობს ხერხეულიძე.