საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებს, რომ სააკაშვილი ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ ცუდად გახდა და მოსხლეტით წაიქცა.
მისი თქმით, ამ წუთამდე არ იციან, თუ როგორ არის მიხეილ სააკაშვილი. მან გლდანის პენიტენციური დაწესებულება რამდენიმე წუთის წინ დატოვა.
"მიშა ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ უნდა ასულიყო ზემოთ, და ოთახში რომ გამოდიოდა, მოსხლეტით წაიქცა. რამდენიმე წუთში საკაცე ჩამოიტანეს. თვალებს ვუხსნიდი. გადააწვინეს საკაცეზე, ამ წუთას არ ვიცი რა ხდება. აყვანილია. მანამდე ვესაუბრეთ. ძალიან მძიმედ იყო, როცა ვხვდებოდით. 10 წუთია რაც აიყვანეს დაახლოებით. როცა წაიქცა, იქ წაქცეულზე, ხელით ვუხსნიდი თვალებს". - ამბობს ბექა ბასილაია.
მიხეილ სააკაშვილი 49-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს.