ლიტვის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ევროპარლამენტარის, ანა ფოტიგას არშეშვებას ეხმიანება.
"საქართველოს ხელისუფლებამ არ მისცა უფლება, რომ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლონეთის საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს ანა ფოტიგას შეხვედროდა, რომელიც თბილისში სპეციალურად ევროპარლამენტისა და ლიტვის პარლამენტის დელეგატებთან ერთად იყო ჩასული. და ეს ევროპაში ხდება?", - წერს პავილიონისი.
ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა საქართველოს 12 ნოემბერს ეწვია. ფოტიგა გუშინ მთელი დღის განმავლობაში ელოდა იუსტიციის სამინისტროსგან სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში შესვლის ნებართვას. დღეს, ფოტიგამ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის მონახულების ნებართვაზე უარი მიიღო.