რა გახდა ერთი ოფიციალური განცხადების გაკეთება იმასთან დაკავშირებით, როგორია მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა - წერს ფეისბუქზე ექიმი მაია ბუწაშვილი.
"როდესაც ამხელა საზოგადოებრივი ინტერესია, როდესაც ამდენი ვარაუდი ისმის, რა გახდა ერთი ოფიციალური განცხადების გაკეთება ჯანდაცვის სამინისტროს და პენიტენციური სამსახურის მხრიდან იმასთან დაკავშირებით, რა მოხდა რეალურად, როგორია მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა და რას ნიშნავს ქუჩაში მოხეტიალე ტომოგრაფი, როდესაც გვარწმუნებდნენ, რომ ციხის საავადმყოფო სრულად არის აღჭურვილი?" - წერს მაია ბუწაშვილი.
პენიტენციური სამსახურის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.