ჩვენ გვჭირდება მეტი საელჩოები, რადგან ეს არის ინსტრუმენტი პატარა ქვეყნისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, საელჩოებთან ერთად, საჭიროა მეტი დიპლომატი.
"ჩვენ გვჭირდება მეტი საელჩოები, რადგან ეს არის ინსტრუმენტი პატარა ქვეყნისთვის. თუ შენ არ გაქვს სივრცე, სადაც შეგიძლია მიიღო შენი კოლეგები, სადაც შეგიძლია, ჩვენი კულტურა წარადგინო და სადაც შეიძლება, თავი მოუყარო დიასპორას, თუ არ გაქვს ეს ძლიერი ინსტრუმენტი, ძალიან ძნელია ამ ყველაფრის გაკეთება. ბატონო მინისტრო, ჩვენ გვჭირდება მეტი დიპლომატები და ვიტყოდი, რომ სამინისტრო უფრო ღია უნდა იყოს ჩვენი ახალგაზრდებისთვის, ვინც საზღვარგარეთ სწავლობს, ვისაც ვაგზავნით საზღვარგარეთ ჩვენი ხარჯებით. როცა ბრუნდებიან, ფართოდ ღია უნდა იყოს ჩვენი კარი, რომ ამ ადამიანებს, ახალგაზრდებს მივცეთ შანსი, დადგნენ თავიანთი ქვეყნის სამსახურში, რაც ბევრი მათგანის დიდი სურვილია. ასე რომ, ყველას ერთად ბევრი საქმე გვაქვს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.