მზად ვარ, წალენჯიხაში ფონდ იავნანას ადგილობრივი ორგანიზაცია დავაფუძნო - ამ განცხადების საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაზე ეხმიანება მამუკა ხაზარაძის ინიციატივას წალენჯიხაში ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის შესახებ.
"ჩემო მეგობრებო, ვუერთდები მამუკა ხაზარაძის ინიციატივას და მზად ვარ, დავაფუძნო წალენჯიხაში ფონდ- იავნანას ადგილობრივი ორგანიზაცია, რომლის მიზანიც იქნება წალენჯიხაში მზრუნველობა მოკლებული მრავალშვილიანი ოჯახებისთვის დახმარება", - წერს ბურჭულაძე.
შეგახსენებთ, გუშინ, მამუკა ხაზარაძემ ზუგდიდში გამართულ აქციაზე განაცხადა, რომ გადასახლდება წალენჯიხაში და უახლოეს დღეებში ბინას შეიძენს, რათა გვერდში დაუდგეს ახალარჩეულ ოპოზიციონერ მერს წალენჯიხის ოაზისად ქცევაში.