საზოგადოება, რომელმაც მხარი დაუჭირა ოპოზიციას, ელოდება რას იტყვის ოპოზიცია პარლამენტში და ოპოზიცია ამბობს, რომ ეზარება პარლამენტში მუშაობა, - აცხადებს "ქართული ოცნების" დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი.
მისი თქმით, ესეც მათი პოლიტიკური არასწორი მეცადინეობის ბრალია.
"მათ არ უნდათ მუშაობა პარლამენტში, არც საკანონმდებლო ინიციატივა უნდათ დააყენონ და არც ხელისუფლების ოპონირება უნდათ. ზოგადად, ოპოზიციის როლი დემოკრატიულ ქვეყნებში ის არის, რომ რაც შეიძლება მეტი წინააღმდეგობა გაუწიონ ხელისუფლებას პარლამენტში და თავისი წინადადებები დააყენონ, მიუხედავად იმისა, მათი წინადადებები გავა თუ არა, საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რა შეთავაზებები აქვს ოპოზიციას. ამის ახსნა თუ კიდევ დაგვჭირდებოდა, არ მეგონა. საზოგადოება, რომელმაც მხარი დაუჭირა ოპოზიციას, ელოდება რას იტყვის ოპოზიცია პარლამენტში და ოპოზიცია ამბობს, რომ ეზარება პარლამენტში მუშაობა,“ - განაცხადა მაჭარაშვილმა.