საქართველო COVID19-ის საწინააღმდეგო ორ უახლეს პრეპარატს მიმდინარე კვირის განმავლობაში და ოქტომბრის მეორე ნახევარში მიიღებს.
ინფექციური პათოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ რემდისივირის შემდეგ საერთაშორისოდ აღიარებულ ორ მედიკამენტს ალტერნატივა არ გააჩნია.
„ორი პრინციპულად ახალი მედიკამენტი შემოვა. ერთია ბარიციტინიბი, მეორეა მონოკლონური ანტისხეულები. ორივე მედიკამენტი არის სულ ბოლო სიტყვა კოვიდის მკურნალობაში და დღეისთვის ყველაზე იმედისმომცემ მედიკამენტებად ითვლება. ჯერჯერობით რამდენიმე წამყვანი ქვეყანა თუ იყენებს. რამდენადაც ვიცით ამერიკის შეერთებული შტატები, ბრიტანეთი, იტალია. საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი რომელიც ამ ორი მედიკამენტის გამოყენებას დაიწყებს“, - აღნიშნა ცერცვაძემ.