საქართველოში ამ დროისათვის სრულად COVID-ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 27.2%-ი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 27 სექტემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 749 457 აცრა.
სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 971 836 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 34.2%-ი. სრულად ვაქცინირებულია 777 621 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 27.2%-ი.
26 სექტემბერს აიცრა 6 617 ადამიანი.
ვაქცინაციის პროცესი საქართველოში 15 მარტს დაიწყო. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში ოთხი ვაქცინით, "სინოფარმით", "სინოვაკით", "ასტრაზენეკათი" და "ფაიზერით" აცრაა შესაძლებელი.
ვაქცინაციის გეგმის თანახმად, წლის ბოლომდე, საქართველოს მოსახლეობის 60%, ანუ მილიონ 700 ათასი ადამიანი უნდა აიცრას.