სიბნელემ, უტვინობამ და უსამართლობამ კიდევ ერთხელ გაიმარჯვა - პარტია "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე "ნამახვანჰესის" ინვესტორი კომპანიის მიერ ხელშეკრულების გაწყვეტიას ეხმიანება.
მისი თქმით, ამ ქვეყანაში ფულს აღარავინ ჩადებს, სანამ ეს ხელისუფლება იქნება.
"გილოცავთ,
სიბნელემ, უტვინობამ და უსამართლობამ კიდევ ერთხელ გაიმარჯვა რადგან ივანიშვილს არ სურს ხმების და, შესაბამისად, ძალაუფლების დაკარგვა
ეს არ არის მხოლოდ დაკარგული 800 მლნ დოლარი. აქ ფულს აღარავინ ჩადებს სანამ ეს ხელისუფლებაა. ეს ხელისუფლება არის გარანტირებული სიღარიბის რეცეპტი", - წერს ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.