ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი "ნაციონალურ მოძრაობას" შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელმოწერას ულოცავს.
"ვულოცავ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" და ნიკა მელიას. ბალტიის ქვეყნების გამოცდილება მეტყველებს - ერთადერთი გზა თქვენი სუვერენიტეტისა და თავისუფლების კონსოლიდაციისთვის ევროპული გზაა. საქართველოს სხვა ალტერნატივა არ აქვს. სხვაგვარად რომ განვიხილოთ, ეს საშიშია, ალბათ კრემლით შთაგონებული ილუზია", - წერს პავილიონისი.
"ნაციონალური მოძრაობამ" 1-ლ სექტემბერს განაცხადა, რომ ხელს აწერს 19 აპრილის შარლ მიშელის შეთანხმებას.
"ჩვენ, ნაციონალური მოძრაობა, ხელს ვაწერთ 19 აპრილის შეთანხმებას, რითიც ვაცხადებთ ჩვენს მზაობას და ხაზს ვუსვამთ ჩვენს რწმენას, რომ სხვა პროდასავლურ ოპოზიციურ ძალებთან ერთად გავიმარჯვოთ 2 ოქტომბრის რეფერენდუმში!
ჩვენ ნაციონალურ მოძრაობა ხელს ვაწერთ შეთანხმებას, რომ არ ახდეს ქართული ოცნების ოცნება და დასავლელი პარტნიორები ამ არასაიმედო ხელისუფლების გამო არ დისტანცირდნენ ქართველი ხალხისგან , რაც საბოლოოდ მხოლოდ ქვეყანას დააზიანებს", - განაცხადა ნიკა მელიამ.