ადამიანის არსებობისთვის ყველაზე კომფორტული პირობების მქონე ქვეყანად 2009 წელს ნორვეგია დასახელდა. ამის შესახებ აღნიშნულია გაერთიენებული ერების ორგანიზაციის ყოველწლიურ მოხსენებაში _ "ადამიანური განვითარება". გაერომ მოხსენებაში 182 ქვეყანა შეაფასა სამი ძირითადი კრიტერიუმით _ სიცოცხლის ხანგრძლივობა ჯანსაღი ცხოვრების წესის საფუძველზე, განათლებისადმი ხელმისაწვდომობა და ცხოვრების დონე.
ნორვეგია ამ რეიტინგში 2002 წლიდან ლიდრეობს და მხოლოდ ერთხელ, 2008 წელს, პირველობა ისლნადიაას დაუთმო. ამჟამად ისლანდია რეიტინგში მესამეა, მეორე ადგილზე კი ავსტრალიაა. მეოთხე და მეხუთე ადგილს კანადა და ირლანდია იკავებენ, შემდეგ კი მოდიან ნიდერლანდების სამეფო, შვედეთი, საფრანგეთი, შვეიცარია და იაპონია.
მიმდინარე წელს რეიტინგში ამერიკის შეერთებული შტატები ათეულს მიღმა დარჩა და მეცამეტე ადგილზე მოხვდა.
ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან 31-ე დაგილზეა ესტონეთი, 46-ეზე _ ლიტვა, 48-ეზე _ ლატვია, 68-ეზე _ ბელორუსი, 71-ეზე _ რუსეთი, 82-ეზე _ ყაზახეთი, 84-ეზე _ სომხეთი, 85-ეზე _ უკრაინა, 86-ეზე _ აზერბაიჯანი, 89-ეზე კი _ საქართველო.
ასეულში ვერ მოხვდნენ თურქმენეთი (109-ე), მოლდოვა (117-ე), უზბეკეთი (119-ე), ყირგიზეთი (120-ე), ტაჯიკეთი (127-ე).
ცხოვრების ყველაზე დაბალი დონეა ნიგერში, ავღანეთში, სიერა-ლეონეში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში.