ვიდრე მე ისრაელის პრემიერ-მინისტრი ვარ, ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე დონალდ ტრამპთან სრული თანხმობა აქვს.
„ვიდრე მე ისრაელის პრემიერ-მინისტრი ვარ, ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება.
ამ საკითხზე მე და პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სრული თანხმობა გვაქვეს.
30 წელზე მეტია, ირანის ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ საერთაშორისო ბრძოლის წინა ხაზზე ვდგავარ.
რომ არა ეს ბრძოლა, ირანს უკვე დიდი ხნის წინ ექნებოდა ატომური ბომბები, რომელთა გამოყენებასაც ისრაელის გასანადგურებლად შეძლებდა.
ირანი ებრაული სახელმწიფოს განადგურებაზე მუშაობს, ხოლო მე ჩემს ცხოვრებას ვუძღვნი იმის უზრუნველყოფას, რომ ეს არ მოხდეს.
ვიდრე მე ისრაელის პრემიერ-მინისტრი ვარ, ეს არ მოხდება,“ - წერს ნეთანიაჰუ.