ევროკავშირი ოფიციალურად ადასტურებს უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების გახსნას. შესაბამის განცხადებას ევროკავშირის საბჭოს კვიპროსის თავმჯდომარეობა სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„15 ივნისს, ევროკავშირის 2026 წლის კვიპროსის თავმჯდომარეობის ფარგლებში, გაწევრიანების პირველ კონფერენციებს გავმართავთ უკრაინასთან და მოლდოვასთან პირველი კლასტერის გასახსნელად"., – ნათქვამია განცხადებაში.
ევროკავშირის საბჭოში კვიპროსის თავმჯდომარეობამ აღნიშნა, რომ ამ ისტორიული ეტაპის მიღწევაში საკუთარი წვლილის შეტანით ამაყობს.
„როგორც თავმჯდომარე ქვეყანამ, ინტენსიურად ვიმუშავეთ ამ შედეგის მისაღწევად. ეს მნიშვნელოვანი მოვლენა და იმ მისწრაფებების, გამძლეობისა და შრომის აღიარებაა, რომელიც ორმა კანდიდატმა ქვეყანამ გასწია. მათ აირჩიეს ევროპა და მისი ღირებულებები.
ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯის ერთად გადადგმით კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ევროკავშირი ყველაზე ძლიერია მაშინ, როდესაც ერთიანია, პრინციპულია და ღიაა ყველასთვის, ვინც მის ღირებულებებს იზიარებს“, – განაცხადა ევროკავშირის საბჭოში კვიპროსის თავმჯდომარეობამ.