უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიესალმება ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ორშაბათს ევროკავშირის 2026 წლის კვიპროსის თავმჯდომარეობის ფარგლებში, გაწევრიანების პირველი კონფერენციები გაიმართება უკრაინასთან და მოლდოვასთან პირველი კლასტერის გასახსნელად,
ზელენსკიმ, უპირველეს ყოვლისა, მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც იბრძვის უკრაინისთვის, მუშაობს უკრაინის სახელმწიფოსთვის და ეხმარება მის ეროვნული ინტერესების დაცვას. მან ასევე მადლობა გადაუხადა პარტნიორებს და თითოეულ ლიდერს პირადად ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯისთვის.
„უკრაინა იცავს საკუთარ თავს და ამით მთელ ევროპას - იმ იდეას, რომ ევროპულ ხალხებს შეუძლიათ იცხოვრონ ერთიანად, თავისუფლად და მშვიდად,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი შეფასებით, პირველი კლასტრის გახსნა წარმოადგენს მნიშვნელოვან პოლიტიკურ და მორალურ მხარდაჭერას უკრაინის სახელმწიფოსა და ხალხისთვის. მან ასევე აღნიშნა, რომ ყველაფერი კეთდება შემდგომი კლასტერების გასახსნელადაც.