ქობულეთში დენის დარტყმის შედეგად ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ "აჭარა თაიმსი" ავრცელებს. შემთხვევა სოფელ კვირიკეში მოხდა.
მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს