მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ სოციალურ ქსელში ეხმაურება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების გადაწყვეტილებას, რომლითაც გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნას დაუჭირეს მხარი.
„შესანიშნავი საუბარი მქონდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ანტონიუ კოშტასთან. მივესალმები ორშაბათს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნის გადაწყვეტილებას. მოლდოვა მზად არის, გახსნას ყველა მათგანი - ჩვენ შევასრულეთ სამუშაო და გავაგრძელებთ რეფორმების გატარებას. ველოდებით ევროკავშირ-მოლდოვის სამიტს 22 ივნისს“, - წერს მაია სანდუ.
შეგახსენებთ, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნას დათანხმდნენ.