საქართველოში ლეღვის ფოთლების ნახარშით კიდევ 2 არასრულწლოვანი დაიწვა.
გავრცელებული ინფორმაციით, ზუგდიდიდან ლეღვის ნახარშით გამოწვეული დამწვრობით 12 და 15 წლის დები თბილისში გადმოიყვანეს. დები თბილისში, ხეჩინაშვილის კლინიკაში არიან მოთავსებულნი.
დამწვრობის ცენტრის დირექტორის, გუგა ქაშიბაძის განმარტებით, მოზარდებს საკმაოდ მძიმე, 20 და 40%-იანი დამწვრობები აქვთ მიღებული.
"გუშინ გამთენიისას ქალაქ ზუგდიდიდან გადმოყვანილი იქნა 2 გოგონა 15 და 12 წლის, დედმამიშვილები. ორივე მათგანს აღენიშნება ლეღვის ფოთლების ნახარშით მიღებული ქიმიური დამწვრობა. ერთთან არის 20%, მეორესთან არის 40%. ამ წუთისათვის მათი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა საკმაოდ სერიოზული ტრავმა აქვს ორივეს. ლეღვის ფოთლების ნახარშის გამოყენება და დამწვერობა არის ერთი და იგივე, მას რუჯთან არანაირი კავშირი არ აქვს," - აღნიშნა გუგა ქაშიბაძემ.