დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები გაიფიცნენ და ხელფასების მატებას ითხოვენ.
ხმაური იყო აქციაზე, რომელიც დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა, "თბილსერვის ჯგუფის" ოფისთან აქცია გამართეს.
საპროტესტო აქციის მონაწილეები ხელფასების მატებას ითხოვენ. თბილსერვის ჯგუფის თანამშრომლები, ასევე, კომპანიის მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებას მოითხოვენ.
მათი თქმით, თუ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება მუშაობას არ გააგრძელებენ.