„არ არის რთული გასაგები, რამ შეუწყო ხელი ინფიცირებულთა ზრდას", ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია.
მისი თქმით, ბოლო პერიოდში, პრაქტიკულად დავრჩით ქმედითი შეზღუდვების გარეშე.
"მათ შორის, ღამით მოძრაობის შეზღუდვის გარეშე. ბოლო პერიოდში, მაღალი აქტივობაა თავყრილობებზე, მიტინგებზე, ორგანიზებული სახის კონფერენციებზე. ბავშვთა ბანაკებიც იყო აქტიური და შესაძლოა, ბავშვთა ბანაკებიც და სპორტული ღონისძიებებიც ინფექციის გავრცელების ხელშემწყობი იყო. დღეს ყველას გვესმის, რომ 1500-ზე მეტი შემთხვევა არის კრიტიკული ზღვარი იმისთვის, რომ სრულიად თავისუფალი რეჟიმით გავაგრძელოთ სოციალური აქტივობები. საკოორდინაციო საბჭო დაელოდება ეპიდვითარებას. დღეს არის მთავარი ვაქცინაციის სწრაფი ტემპი. ვაქცინა, ნიღაბი და სოციალური დისტანცირება რამდენადაც შესაძლებელია, არის მთავარი გამოსავალი. არასაჭირო ღონისძიებები, როგორიც არის სკოლების ბანაკი, მაქსიმალურად უნდა შევზღუდოთ და ვაკონტროლოთ დამსწრეთა რაოდენობა“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.