ბოდბელი ეპისკოპოსი, გუშინ თბილისში ჩატარებულ აქციაზე, საპატრიარქოს შესახებ გამოტანილ ბანერებს გამოეხმაურა. სასულიერო პირი, ყველას, ვინ ეკლესია აკრიტიკებს, დაპირდა, რომ "პასუხს გასცემს".
"ახლა რომ გამოდიან, გამოაკრეს აბრა „საპატრიარქო ყარს“, მაგათ მოვუსმენთ, მოვუსმენთ და პასუხსაც მიიღებენ.
კი არ ვემუქრები, მაგრამ პასუხს მიიღებენ საზოგადოებისგან. თან თავიაანთ პოლიტიკოსებს აგინებენ, მიგვატოვებთ საჭირო დროსო და ჩვენ ვიზავთო. კარგად ვიცით რა გაყიდული სულების ხართ, ხელმძღვანელობა. რამდენი მთავრობა და თქვენი ერი ჰყავთ გაყიდული, ახლა სისხლიც გიხარიათ ხოლმე, ყოველი სისხლი გიხარიათ. ჰომოფობები თქვენ ხართ, იმიტომ , რომ გძულთ ადამიანი, გძულთ ქრისტე და გძულთ ქრისტიანობა.
რა გაქვთ გაკეთებული, რომ გამოდიხართ და ასე ეკლესიას ებრძვით . სად ყარს და ვისი ცხოვრების წესში ყარს კარგად ჩაიხედეთ და რაც ხდებოდა. სამწუხაროდ, ზოგიერთი ტელევიზია ახალისებს ხოლმე ვიღაცეებს, ჩვენს შინაგანში მტრები რომ არიან და ვითომ სიმართლეს, რომ ლაპარაკობენ, არ შეიძლება მოღალატე ადამიანებისგან ჩვენშიც უნდა გავწმინდოთ და და გარეთაც. არ მინდა სახელების თქმა ვინ გამოგყვებათ თქვენ.
ახალგაზრდა კაცის სისხლი გინდა გამოიყენოთ?! ჯერ იცით რისგან გარდაიცვალა, რისგანაც არ უნდა გარდაცვლილიყო აკეთებთ იმას, რომ იმის ცხოვრება ყველას დაანახოთ, უნდოდა, თავისი დაფარული მხარე ნახოთ?! თბილისი პატარაა და იმიტომ ვლაპარაკობ, გამგები ყველა გაიგებს",- განაცხადა იაკობმა.