პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი აცხადებს, რომ ბრალდება ხელისუფლების, კონრეტულად პოლიციის მისამართით, თუ რატომ ვერ მოხერხდა დროულად ძალადობის აღკვეთა, ლეგიტიმიურია, მაგრამ "ყველაფერს ვერ ახერხებს პირველ წუთებში სახელმწიფო".
როგორც სოზარ სუბარმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში აღნიშნა, მსოფლიოს უძლიერეს სახელმწიფოს – შეერთებულ შტატებს თვეები დაჭირდა, რომ ძალადობა აღეკვეთა, მაშინ როდესაც ჩვენთან პოლიციამ შეძლო რამდენიმე საათში სრულად მოეხდინა ამ ძალადობის ლოკალიზება.
„კიდევ ერთი ბრალდება, რომელიც იყო ამ დღეებში ზოგადად ხელისუფლების და კონკრეტულად პოლიციის და შსს-ს მიმართ, რატომ ვერ მოახერხეს დროულად აღეკვეთათ ეს ძალადობა, ეს ლეგიტიმური კითხვაა, მაგრამ ყველაფერს ვერ ახერხებს პირველ წუთებში სახელმწიფო. რამდენიმე საათში მოხდა ძალადობის ლოკალიზება, მაშინ როცა ჩვენ გვახსოვს, შეერთებულ შტატებში რამდენიმე თვე გრძელდებოდა ძალადობების აქციები, რომლის დროსაც 20-მდე ადამიანი გარდაიცვალა, ასეულობით პოლიციის, მერიის, შტატის გუბერნატორების შენობები დაარბიეს და დაანგრიეს, აღარაფერს ვამბობ რამდენი მაღაზია დაიწვა, ათმა ადამიანმა მთლიანად დაკარგა მხედველობა, 30-მდე ნაწილობრივ და სხვა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.