დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, შესაძლოა შეზღუდვების დაწესების საკითხი კვლავ დადგეს დღის წესრიგში. ამის შესახებ გამყრელიძემ ჟურნალისტებისთვის გამართულ ვებინარზე განაცხადა.
ამირან გამყრელიძის განმარტებით, შეზღუდვების დაწესება იმ შემთხვევაში გახდება საჭირო, თუ ვირუსით ინფიცირების მაჩვენებლები გაუარესებას განაგრძობს.
გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება რთულდება, რადგან დღიური შემთხვევების რაოდენობა კვლავ 1000-ს აჭარბებს.
მისივე თქმით, "დანის პირზე გავდივართ" და ოქროს შუალედია მოსაძებნი, რადგან ერთი მხრივ, არის ეპიდემიოლოგიური ვითარება, ადამიანების ჯანმრთელობა, ხოლო მეორე მხრივ, ეკონომიკა, რომელსაც შეზღუდვები ძლიერ აზარალებს.
როგორც გამყრელიძე აცხადებს, სწორი გადაწყვეტილების მისაღებად სერიოზული ანალიზია საჭირო.