გლდანში, მე-3 მიკრო რაიონის მე-3 კორპუსში ძლიერი ხანძარი გაჩნდა.
ამ დროისთვის, საცხოვრებელ ბინაში ხანძარი ლოკალიზებულია.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაიწვა სამ სართულზე მდებარე სამი ბინა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ფოტო: მთავარი არხი