საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა დაფიქსირდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს, თბილისის დროით 14:03 საათზე, დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით 26 კმ_ში, სოფელ სამებასთან მოხდა 3.5 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა.
სოფელ სამებასთან მიწისძვრა მოხდა დღეს დილითაც, თბილისის დროით 10:26 საათზე, 3.2 მაგნიტუდის სიმძლავრის.
ამავე ტერიტორიაზე მიწისძვრა გუშინ ორჯერ დაფიქსირდა რამდენიმესაათიანი ინტერვალით:
თბილისის დროით, 15:08 საათზე დაფიქსირდა 3.2 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა.
ბილისის დროით, 22:20 საათზე დაფიქსირდა 3.1 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა.