სოციალური თავყრილობა კვლავაც სარისკოა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი განმარტებით, გამოსავალი იქნება ვაქცინაციის პროგრამის სწრაფი განხორციელება. "ეს არის ჩვენი მთავარი გადაწყვეტა მოსალოდნელი ახალი ტალღის თავიდან აცილებისთვის".
"თუ ვაქცინაციას სწრაფად არ გავაკეთებთ და ისევ და ისევ არ გავაგრძელებთ პირადი დაცვის საშუალებების გამოყენებას, რისკები იქნება. მაქსიმალური მოწოდება საზოგადოების მხარდაჭერისკენ, მოქალაქეების აქტიურობისკენ როგორც ვაქცინაციის პროგრამაში, ასევე პირადი დაცვის საშუალებების და წესების ზედმიწევნით შესრულების ნაწილში. ეს რესურსი გვაქვს დღეს იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ახალი ტალღა", - აცხადებს გაბუნია.