საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა დაფიქსირდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს, თბილისის დროით 10:26 საათზე, დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით 25 კმ_ში, სოფელ სამებასთან მოხდა 3.2 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა.
ამავე ტერიტორიაზე მიწისძვრა გუშინ ორჯერ დაფიქსირდა რამდენიმესაათიანი ინტერვალით:
თბილისის დროით, 15:08 საათზე დაფიქსირდა 3.2 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა.
ბილისის დროით, 22:20 საათზე დაფიქსირდა 3.1 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა.