საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პირველადი მონაცემებით, დღეს, თბილისის დროით 22:20 საათზე, დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით 24 კმ-ში, სოფელ სამებასთან მიწისძვრა მოხდა.
მიწისძვრის სიძლიერემ 3.1 მაგნიტუდა შეადგინა.
ამ ტერიტორიაზე მიწისძვრა თბილისის დროით 15:08 საათზეც დაფიქსირდა. მაშინ მიწისძვრის სიძლიერემ 3.2 შეადგინა.