ჩემთვის არ არის საინტერესო, რას იტყვის უცხოეთი. ჩემი ხალხი ჩემთვის არის მთავარი, - ამის შესახებ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ხელმძღვანელმა მეუფე იაკობმა მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენ გვქონდა ინფორმაციები, ის ჯგუფები, რომლებიც აპირებდნენ, უშუალოდ მე თაბაგარსა და სხვებზე არ ვლაპარაკობ, ვინც მაგათ უკან იდგა და აძალებდნენ, არ შეეცვალათ და არ გადაეტანათ, მაგის პროვოცირებებს რომ აპირებდნენ, ვიცოდი.
როდესაც დაანონსდა, რომ უნდა ჩატარებულიყო მარში, საზოგადოებამ გამოხატა მკვეთრად უარყოფითი პოზიცია. ჩემთვის არ არის საინტერესო, რას იტყვის უცხოეთი. ჩემი ხალხი ჩემთვის არის მთავარი, რადგან ისინი შეიძლება, ბევრ რამეში ცდებოდნენ. როდესაც უცხოეთში ხდება ხოლმე არეულობები, ჩვენ არ ვერევით.
ეკლესია არც ერთი ცოდვის დემონსტრირებას არ მიესალმება არასდროს და აბა, ეკლესია თუ მაგას მიესალმა, მაშინ ეკლესია აღარ ჰქვია“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.