"მოხარული ვარ, რომ "ანადოლუ ეფესის" გუნდის წევრი ვარ, რომელიც ასრულებს გაეროს მდგრადი განვითარების მე-5 მიზანს გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით!" - ამ ფრაზით დაიწყეს შიდა სოციალურ ქსელში კამპანია - გამოწვევა "ანადოლუ ეფესის" გუნდის წევრებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
კამპანიის ფარგლებში, რომლის მიზანია გენდერული თანასწორობის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ ცნობიერების ამაღლება, "ეფეს საქართველო" ასევე მხარს უჭერს ადგილობრივ ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციებს: "უკეთესი მომავლისთვის" და "ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის მცხეთა-მთიანეთის კომიტეტს", რომლებიც საკმაოდ წარმატებით მუშაობენ მცხეთის მუნიციპალიტეტში ქალთა განვითარებისა და გაძლიერების მიმართულებით.
"ეფეს საქართველო" აღნიშნულ ორგანიზაციებს დაეხმარა ცენტრის მოწყობაში, აუცილებელი ინვენტარის შეძენასა და ტექნიკურ აღჭურვილობაში, ასევე ორგანიზაციის დაქვემდებარებში არსებული ტიხრული მინანქრის სახელოსნოს "იკორთას", წარმოებისთვის საჭირო ნივთების, მასალების შეძენაში, რათა კიდევ უფრო მეტად განავითარონ საქმიანობა და კიდევ უფრო მრავალფეროვანი იყოს მათ მიერ წარმოებული პროდუქცია.
"ეფეს საქართველო" კორპორაციულ მდგრადობასთან დაკავშირებით, მსოფლიოს უდიდესი ინიციატივის - გაეროს გლობალური ხელშეკრულების წევრია, რომელიც ხელს უწყობს მდგრად და ინკლუზიურ გლობალურ ეკონომიკურ განვითარებას.