დადასტურებულად ვიცით, როდის შემოვა "ფაიზერი", თუმცა, კონტრაქტის პირობების გათვალისწინებით, თარიღს ვერ ვასახელებთ - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"რაც შეეხება ასევე ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ "ფაიზერის" ვაქცინას, კონტრაქტიდან გამომდინარე მოწოდების თარიღს ვერ დავასახელებთ, თუმცა დადასტურებულად ვიცით, როდის შემოვა "ფაიზერის" ვაქცინა საქართველოში. მოგვეწოდება ეტაპობრივად და ყველა ჩვენი მოქალაქისთვის გახდება ხელმისაწვდომი. შესაბამისად, "ფაიზერიც" ჩაერთვება მასობრივი ვაქცინაციის პროცესში", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ტიკარაძემ ასევე განაცხადა, რომ საქართველო კვირის ბოლოსთვის "სინოფარმის" და "სონოვაკის" ვაქცინების ნახევარ-ნახევარ მილიონ დოზას მიიღებს.