ქუვეითის სახელმწიფოს მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე ქუვეითის ავიაციის გენერალურმა დირექტორატმა 2020 წლის 11 მარტს გამოსცა ცირკულარი №28, რომლის თანახმად მიმდინარე წლის 13 მარტიდან ქუვეითის სახელმწიფოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლა აიკრძალა.
1. მიმდინარე წლის 13 მარტიდან აიკრძალება ქუვეითის სახელმწიფოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლა.
2. კომერციული ფრენები შემოიფარგლება მხოლოდ ქუვეითის მოქალაქეების და მათი პირველი რიგის ნათესავებისათვის; ასევე მათი თანმხლები შინა მოსამსახურეებისათვის, რომელთაც ასევე ეძლევათ ქვეყანაში შემოსვლის უფლება.
3. კომერციული ფრენები ქუვეითის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით და ქუვეითის საერთაშორისო აეროპორტიდან, შეჩერდება 2020 წლის 13 მარტის შუაღამიდან (შემდგომი შეტყობინების მიღებამდე).
4. აღნიშნული ცირკულარით გათვალისწინებული აკრძალვა არ გავრცელდება საჰაერო გადაზიდვებზე.
5. ქუვეითის შესაბამისი უწყებები საზღვარგარეთ მათ საელჩოებთან კოორდინაციის მეშვეობით განახორციელებენ მათი მოქალაქეების ევაკუაციას.